რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონება ჩლუნგი ?! დიდი სიამოვნებით დავიწყებდი ამ სტატიას ამ ფრაზით.. მაგრამ შევეცდები პრობლემებზე ნაკლებად გავამახვილო ყურადღება, იმიტომ რომ სათამაშოები ყველაზე უპრობლემო "მოვლენაა" დედამიწაზე.
რეალური თუ წარმოსახვითი ნივთების შექმნა, ხელს უწყობს გონებრივ, ესთეტიურ და ფიზიკურ განვითარებას. სათამაშო ეხმარება ბავშვს გარე სამყაროს შეცნობაში, ეხმარება მიზანმიმართული და გააზრებული მოქმედებების ჩამოყალიბებაში. სათამაშოების ტიპი , ასაკის მატებასთან ერთად იცვლება, ადამიანი ხასითის და გემოვნების შესაბამისად. ყველას გვქონია ბავშვობაში ილუზიები, რომ სათამაშო ცოცხალი არსებაა და ის ისიევე გრძნობს ყველაფერს, როგორც ადამიანი. ჩემთვის სათამაშო რაღაც ჯადოსნური ნივთი იყო, რომელსაც ველაპარაკებოდი და ჩემს "აზრებს" ვუზიარებდი.. მაშინ ვერაფრით წარმოვიდგენდი რომ სათამაშოს ადამიანი აკეთებდა.
ჩემი შემდეგი სტუმარი, სათამაშოებს აკეთებს. როცა ვთხოვე მოეყოლა საკუთარ თავზე რამე, მითხრა : "მევარ ეთი... ხელნაკეთ ნივთებს ვაკეთებ " . ალბათ, მეტის თქმა არც იყო საჭირო, დანარჩენს მისი სათამაშოები ამბობენ. ეთი ავალიანი, სამხატვრო აკადემიის სტუდენტი იყო, თუმცა, ბოლო კურსიდან სასწავლებელი მიატოვა. რამოდენიმე წელია სათამაშოებს აკეთებს და მისი შემოსავლის წყაროც ნაწილობრივ ესაა.. თავიდან მეგობრებისთვის აკეთებდა, "სათამაშოების კეთება რამოდენიმე წლის წინ დავიწყე, სულ შემთხვევით, მეგობრების დაბადების დღეებისთვის საჩუქრის ფულის უქონლობის გამო".
ახლა უკვე შეკვეთებსაც იღებს და უცხო ადამიანებისთვის კერავს სათამაშოებს. "სანამ შეკვეთილ სათამაშოს გავაკეთებდე, მინი გამოძიებას ვატარებ. ფეისბუქი მაძლევს ამის საშუალებას რათა გავიგო ვისთვისაა ეს ნივთი განკუთვნილი.. ვცდილობ სათამაშო პატრონის ხასიათს მივუსადაგო და ვიზუალურადაც ისეთივე ტიპაჯი შევქმნა."
დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მეტი იდეები მოსდის, მაგრამ მათ განსახორციელებლად ბევრ წინააღმდეგობას აწყდება, როგორც ეთი ამბობს, საქართველოში ძნელია ხელნაკეთი ნივთებისთვის საჭირო მასალის შეძენა.
ეთის სათამაშოების ფოტოები ფეისბუქ გვერდზე და დევს და ისინი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობენ..
სათამაშოები

au dzaan sayvareliaa <3
ReplyDeletedzalian momewona, yochag ! ragaca axali da gansxvavebulia
ReplyDelete