Wednesday, July 27, 2011

შიშველი ბებია


ფოტოგრაფთა წერში საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ერთმა ფოტომ სახელად ”ბებია”. ახალგაზრდა ბათ
უმელმა ფოტოგრაფმა ირაკლი ძნელაძემ, ფოტო კადრისთვის არც მეტი, არც ნაკლები, საკუთარი ბებია გააშიშვლა.
-მომიყევი შენს შესახებ.
- დიდი ისტორია მაქვს, 24 წლის გავხდი 11 ნოემბერს. სკოლიდან ადრე გამოვედი და წავედი პეტერბურგში, იქ დავამთავრე სამხატვრო ტექნიკუმი, რესტავრაციის ფაკულტეტი. ჩემი სასწავლებლის საგამოფენო დარბაზში იყო რუსი ფოტოგრაფების გამოფენა და ამან ძალიან დამაინტერესა. ძალიან მიყვარს იმპრესიონისტები, ისინი ხატავენ იმას, რასაც იმ წამს ხედავენ და მეც მხატვრობაში რისი თქმაც ვერ მოვახარხე, შევეცადე მეთქვა ფოტოგრაფიაში. იმ პერიოდში ანუ 2002-2003 წლებში დავიწყე
ფოტოგრაფიის შესწავლა, ჯერ ჩემით ვსწავლობდი, მერე ჩამოვედი საქართველოში და სპონტანურად ჩავაბარე ჟურნალისტიკაზე, ამ პერიოდში გავიცანი ამერიკელი ფოტოგრაფი სემუელ უითენი, რომელმაც მასწავლა აპარატთან მუშაობა. საერთოდ ფოტოგრაფია დღეს ჩემთვის შვილის მერე ყველაზე დიდია. ის ჩემი ცხოვრების ნაწილია.
-საიდან წამოვიდა იდეა, გადაგეღო შიშველი მოხუცი ქალი?
- საერთოდ სიშიშვლეში ვერ გეტყვი რომ რაღაც განსაკუთრებულია, ახალგაზრდა ადამიანებზე მაქვს საუბარი. სხეულის მხილება, ანუ სიშიშვლე არის კომპლექსისგან ერთგავრი თავის დაღწევა. ყველა ადამიანს აქვს კომპლექსი, როცა ის შიშვლდება, მაგრამ მე, როგორც ფოტოგრაფი, ვცდილობ ის კომპლექსი ავარიდო ჩემს კადრს. ამ შემთხვევაში, ბებიაჩემის გაშიშვლებაზეა საუბარი, ეს მოხდა ძალიან სპონტანურად. კონკურსი გამოცხადდა , რომლის თემა იყო ”სხეულის მხილება”, ერთ საათში უნდა ამეტვირთა ფოტო კონკურსისთვის. რა უნდა გადამეღო ?! ზოგმა ფო
ტოგრაფმა გაიშიშვლა თავი და გადაიღო, მე ვთვლი რომ ეს საინტერესო იყო, მაგრამ ყველა სახვადასხვანაირად აღიქვამს სიშიშვლეს. მე რატომ გავხადე ბებია ?! ფოტოსაც ბებია ჰქვია, სხვათაშორის. მეც შმიძლია გავშიშვლდე ან ქალი გავაშიშვლო.მაგრამ ეს უკვე გადაღეჭილია. ჩემს ფოტოში, ბებიაჩემის ყველა ნაოჭი მის სხეულზე, სახეზე, მისი ხელის მოძრაობა, ასახავს მის მთელ ცხოვრებას. ბაბუაჩემის გარდაცვალების შემდეგ ბებია მისი ერთგული დარჩა ბოლომდე და ამდენი წლის შემდეგ ის პირველად გაშიშვლდა შვილიშვილისთვის.
-როგორ დაითანხმე ბებია გახდაზე ?
- ნუ ბებიამ არ იცოდა, რომ ამ ფოტოს ამხელა აჟიოტაჟი მოყვებოდა , არ იცოდა რომ ვიღაცა ამაზე სტატიას დაწერდა. მთავარია რომ ფოტო შედგა, მართალია 1 საათი ვუხსნიდი რისთვის მჭირდებოდა მისი გაშიშვლება . ფოტო მამაჩემაც ნახა, მთელმა საქართველომ ნახა . ზოგს მოეწონა, ზოგს არ მოეწონა. ხალხი მიჩვეულია ლამაზის სხეულების ყურებას. ძალიან ბევრი შიშველი ქალი მყავს გადაღებული , მაგრამ ეხლა თუ შიშველს ვინმეს გადავიღებ მინდა რომ მხოლოდ მოხუცები გადავიღო.
- რამდენად ესთეტიურია ასეთი ფოტოების გადაღება?
- ყველა ადამიანში არის ესთეტიკა, მთავარია, როგორ გადაიღებ, ამას აქვს მნიშვნელობა, ლამაზ გოგოებში არის ესთეტიკა, მაგრამ ეს უკვე გაცვეთილი თემაა. მე ვერ ვიტყვი რომ შიშველი მოხუცი არავის არ გადაუღია, მაგრამ მარტივი ფრაზაა, ”ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია”.
- იყო თუ არა ეს ფოტო საზოგადოების ყურადღების მიქსევის მიზნით გადაღებული?
-ყველაფერი ის, რასაც საზოგადოება არ თვლის სწორად, უცებ ხდება განხილვის საგანი, ანტიკრიტიკა ყოველთვის დიდ პირას იწვევს. ის რომ ჩემმა ფოტომ რაღაც რეაქცია გამოიწვია, თუნდაც უარყოფითი, ნიშნავს იმას , რომ ჩემი ფოტო შედგა. ამ ფოტოთი მე ბებიაჩემს ვაჩვენე საკუთარი თვალით დანახული თავისი სხეული. მხოლოდ მისთვის იყო ეს გადაღებული და კონკურსისთვის, სადაც პირველად გავიტანე.
მე არ მინდა ვაკეთო ის, რაც უკვე ბევრმა გააკეთა, ვეძებ საკუთარ თავს, პირველ რიგში და ვეძებ რაღაც ახალს.
-კიდევ თუ აპირებ შიშველი მოხუცების გადაღებას?
-მე ვაპირებ მთელი სერიები გავაკეთო.
- და შენი აზრით ეს მოსაბეზრებელი არ გახდება საზოგადოებისთვის?
- არ ვამბობ, რომ მე ამაში ჩავიშტამპები, ეს იქნება 1 სერია რამდენიმე ფოტოსგან შემდგარი და ამით დამთავრდება. რისი თქმაც მინდა მე ფოტოგრაფიაში, ვიტყვი ამ ფოტოებით. მე მინდა მეძავების სერია გადავიღო, მაგრამ ძველი, მოხუცი მეძავების. ძალიან ბევრის ვიცნობ, ვინც ადრე მეძავი იყო,ახლა დაბერდა და აღარავის იზიდავს. ფოტოგრაფია საუბრის ხელოვნებაა მე ვფიქრობ, როდესაც მე ვიღებ ფოტოს მე მიწევს ადამიანებთან ურთიერთობა, და გადაღების დორს რასაც განვიცდი მინდა იგივე გადმოვცე ჩემი ფოტოებით.

4 comments:

  1. didi veraferi rezonansi ver gamoicvia photom, darcha ase, regionalur doneze :) am photos shemdeg iraklis sofelshi agar ushveben mgoni :D tumca, mainc kargi statiaa, momecona :))

    ReplyDelete
  2. dakompleqsebuli diqtatoris shtamomavlebi vart yvela :) gadaego es poto jiji rejins da shuarustavelze gamofendnen bilbordze.:))
    me momewona irakli da didi pativiscema chemgan bebos!!!

    ReplyDelete
  3. ჩემი მხრიდან აზრის დაფიქსირება უხერხული იქნება ამიტომ თავს შევიკავებ. თუმცა ვიტყვი რომ ირაკლის ბევრად უკეთესი ფოტოები აქვს.

    ReplyDelete