Friday, September 23, 2011

ანნა გველესიანი


„დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი ისევ ბათუმში, იგივე პერსპექტივები რომ იყოს რაც თბილისშია“

ანა ბათუმელია, მაგრამ ახლა თბილისში ცხოვრობს და სამხატვრო აკადემიაში სწავლობს.

ამბობს რომ მთელი მისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე ხატავს, ძირითადად ავტოპორტრეტებს.

ძალიან იშვიათად არის ცუდ ხასიათზე და უყვარს როდესაც სხვებს უქმნის კომფორტს:

ანნას ბლოგი


„მიყვარს როცა სხვას კომფორტს ვუქმნი, ძალიან იშვიათად ვარ ცუდ ხასიათზე იმიტომ, რომ პრინციპი მაქვს: ყველაფერში ვეძევბ კარგ მხარეს და ვპოულობ კიდეც. ძალიან უბრალო რაღაცები მაოცებს, წრფელი, სუფთა ემოციების გამოხატულება ადამიანებშ, ცხოველებშიც J კიდევ მაოცებს ის, რომ საოცარ დამთხვევებს ვპოულობ ყველგან,  ყველაფერში და ყოველთვის. დამთხვევების არ მჯერა საერთოდ, ალბათ უფრო მინიშნებები ან ნიშნებია. მაოცებს ჩემი შთაგონების წყაროებიც, რაც შეიძლება აბსოლიტურად ყველაფერი იყოს.  საკუთარი თავი ყოფილა ხშირად შთაგონების წყარო, ძალიან ხშირად რაღაც უმნიშვნელო დეტალი შეიძლება იყოს, მაგალითად გამჭვირვალე ჭიქაში სითხის ანარეკლი ან ნებისმიერი სხვა რაღაც. უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს რაზე ვფიქრობ იმ მომენტში, „შთაგონების წყაროში“ კი უბრალოდ ზუსტ იდეას და ზუსტ ვიზუალს ვპოულობ. ყველაფერში შეიძლება რაღაცის აღმოჩენა“

ავტოპორტრეტი

ყოველთვის არ აქვს ხატვის განწყობა და ყოფილა ისეც რომ განწყობის გარეშეც დაუწყია ხატვა და რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ განწყობაც შეუქმნია. თუცა მის განწყობაზე ბევრი რამ მოქმდებეს, გარემო, ხალხი, სიტუაცია, დრო.. 

როცა ხატავს კლასიკას უსმენს
„ყოველთვის ვუსმენ მუსიკას ხატვის დროს და მოქმედებს კიდეც ნახატზე, ვცდილობ სასიამოვნო მუსიკას მოვუსმინო, არადამღლელს.. არ მბეზრდება ეს სიმღერა“





მოსწონს როდესაც უღიმიან. მოსწონს მუსიკა და ქუჩაში ბოდიალი : „საუნდტრეკებს ვურჩევ ჩემი ფლეილისტიდან გარკვეულ სიტუაციებს ქუჩაში და ძალიან ვერთობი“


მისი ცხოვრების უცვლელ ნაწილად მხოლოდ მისი მეგობრები რჩებიან,  დანარჩენიში ცდილობს ყოველთვის ცვლილება შიეტანოს და გაამრავალფეროვნოს ყოველდღიურობა.



Monday, September 12, 2011

კაილ ფარელი ( Kyle Farrell ) მუსიკალური თერაპია



მუსიკის თერაპია აუტიზმით დაავადებული ადამიანებისთვის. 27 წლის კაილ ფარელი, პროფესიით მუსიკოსია , თუმცა მან ამ პროფესიას უფრო დიდი დატვირთვა მისცა ვიდრე უბრალოდ მუსიკოსობა. ის და მისი ბენდის წევრები მუსიკით ეხმარებიან აუტიზმით დაავადებულ ადამიანებს.

„ვეხმარებით იმ ადამიანებს ვისაც უჭირთ დანარჩენ სამყაროსთან კონტაქტის დამყარება, უჭირთ ემოცეიბის გამოხატვა , ან უბრალოდ გადაადგილება, მუსიკის თერაპიით ვცდილობთ კარგ ხასიათზე დავაყენოთ ისინი და შევიდეთ მათთან ურთიერთობაში. “
აშშ–ს ყველაზე დიდი თერაპიული ცენტრი
კაილი ოჰაიოში დაიბადა, ცხოვრობდა ბრუკლინში, მუშაობდა ვარშავაში და ამ რამოდენიმე დღის წინ საქართველოც მოინახულა. მისი ბენდის  Point Reyes– ის ტურის მანძილზე სად იცხოვრებს ჯერ არ იცის, მაგრამ ეს დაახლოებით შტატების შუა დასავლეთი იქნება.



ძირითადად ვიბრაფონზე და დრამზე უკრავს, ზოგჯერ კი გიტარაზე და ფორტეპიანოზეც.


მუსიკალურ თერაპიას ნიუ–იორკში New School – ში დაეუფლა. დარმზე დაკვრა კი იანგსთაუნის უნივერსიტეტში ისწავლა, ამბობს რომ აქ ის ინსტრუმენტალისტი გახდა.

2006 წელს ის შეხვდა ტრიოს Giants Of Gender, სწორედ ამ ტრიოსთან ერთად ჰქონდა მას პირველი ტური ამერიკაში და პირველი სტუდიური ალბომი.

2009წელს ბრუკლინში დაბრუნების შემდეგ მონაწილეობდა იმპროვიზირფებულ პერფომანსებში Rickety Wrists – თან ერთად.




„იმისთვის, რომ უკეთ გავიცნო სამყარო რომელშიც მე ვცხოვრობ, იმისთვის რომ მივიღო უფრო მეტი შთაბეჭდილება და ინსპირაცია ბევრს ვმოგზაურობ, საქართველოშიც სწორედ ამიტომ ვიყავი, ვინ იცის იქნებ  ისევ დავბრუნდებე აქ. ძალიან მომეწონა ეს ქვეყანა, განსაკუთრებით სოფლები და მართლმადიდებლური წირვა–ლოცვები. სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას  უცხოელი მასწავლებლების პროგრამაში, მაგრამ საქართველო ძალიან შორსაა ჩემი ოჯახის და მეგობრებისგან “
"საბოლოო ჯამში ყველა ჩემი შემოქმედებითი აქტიურობა, დრამერობა და მუსიკის წერა მიმართულია მუსიკის თერაპიისკენ და დღეს დღეობით ძალიან მომწონს ეს საქმე. "




music therapy for autistic people. 27 years old kyle is musician, herewith he became music therapist . he is helping autistic people .


He studied percussion at Youngstown State University (Ohio) and music therapy at the New School in New York City. At Youngstown State he feel he really learned how to play.


Kyle was born in Ohio, lived in Brooklyn and working in Warsaw. A few weeks ago he was in Georgia also and he is not sure where he will be until  Point Reyes have tour in U.S.
Basicly he is playing vibraphone percussion, and drum-set. 


The music which Point Reyes are making is experimental.


In Ohio in 2006, he founded the improvising trio Giants Of Gender, with whom he toured America and released G.O.G. on Edgetone Records (San Francisco). Since moving to Brooklyn in 2009, he  performed with the Rickety Wrists.


"Almost everything was new to me in Georgia! I haven't really traveled much before. The landscapes in the rural area were amazing and the Orthodox masses I attend were beautiful.
I hope I can get back to Georgia but who knows. I would love to live in Georgia, and would consider the English teaching program you have, it's just so far from my friends and family."
 Batumi, Georgia , Gonio castle




"In addition to my activities as a percussionist and composer, I  am music therapist, using music and the arts to help people."