Monday, August 29, 2011

MERCIA


სახელი: მია
გვარი: ვერულაშვილი
ნიკი: Mercia
ასაკი: 25
სქესი: მდედრობითი J
პროფესია: ინტერიერის დიზაინერი
ხასიათი: ცვალებადი J
თუმცა, აქვს სურვილი რომ ფოტოგრაფია პროფესიად აქციოს. იღებს  ხშირად, იმდენად ხშირად, რომ ზოგჯერ თუ ბოლო სესიიდან დიდი დროა გასული დაუკმაყოფილებლობის გრძნობა იპყრობს . ეს „ციებ-ცხელება“ კი დაახლოებით 7 წლის წინ დაიწყო, ზენიტის აპარატით. ძველი ფირები დაუსკანერებლად დაიკარგა,  დღეს კი საკმაოდ საინტერესო გალერეა აქვს. ყველაზე ხშირად შიშველ ნატურას იღებს :



„ვფიქრობ, რომ ადამიანი მოიცავს მთელს სამყაროს და ყველაფერს რაც ამ სამყაროშია, მიუხედავად იმისა, რომ ბუნება და საგნები ჩვენ გარშემო დამოუკიდებლად არსებობენ, ისინი მაინც ჩვენშია. ვკვდებით და ეს ყველაფერი კვდება ჩვენში. თუმცა ისიი ჩვენი გარდაცვალების შემდეგ არსებობას აგრძელებენ. ჩემთვის არ არსებობს ადამიანის შიშველ სხეულზე ტევადი თემა, ყველაფერი მასშია: ისტორია, რელიგია, ბუნება, ტკივილი, სიხარული, მოკლედ, ყვენაირი განცდა, ემოცია, ყველანაირი შემეცნება ადამიანშია თავმოყრილი.. “


მეგობრები ხუმრობით კინომანს ეძახიან, მისი მიდრეკილება ხელოვნებისადმი ამაშიც ნათლად ჩანს. ხელოვნების ყველა სფერო თანაბრად საინტერესოა მისთვის.








„რა არ მომწონს? ძნელი სათქმელია, ბევრი რამ არ მომწონს.. არ მომწონს მიკერძოებული აზრი, არ მომწონს გაურკვეველი წარმოშობის წესების და ტრადიციების მორჩილება, არ მომწონს ომი, არც მშიერი თვალები და გამოწვდილი ხელები, არ მომწონს ადამიანები, თვალებში სიცარიელე რომ აქვთ“








ისევე როგოც ყველა ფოტოგრაფს, მიასაც აქვს ფავორიტი კადრები და ისეთებიც რომლებიც არ მოსწონს.












„გადაღებისა და დამუშავების პროცესში არის რომ რაღაც მომწონს და რაღაც არ მომწონს ხოლმე თუმცა საკმარისია რომ ერთი დღე გავიდეს და ყველა ფოტოში ნაკლებს ვხედავ და აღარ მომწონს და ვიწყებ წუწუნს..ბევრია რომელიც საერთოდ არ მომწონს და არც დევს არსად ,ზოგი დევს კიდეც :) რომელი მომწონს??ჯერ არ გადამიგია კადრი რომელზეც ვიტყვი: ის არის !!“