Sunday, February 19, 2012

გართობა ბათუმურად , თბილისურად და ევროპულად

რა ხდება ბათუმში მაშინ, როცა წელიწადის ამ დროს (ანუ ზამთარში) დედაქალაქში .. ან საერთოდაც ევროპაში ახალგაზრდები თავს არ ზოგავენ და ბოლომდე ერთობიან..
ჩემი რესპოდენტები ევროპის და საქართველოს  რამდენიმე ქალაქის კულტურულ ცხოვრებაზე მოგვიყვებიან..

დათო ტრაპაიძე

"საინტერესოა, რამდენად ჩართულები ვართ ჩვენ ამ კულტურულ ცხოვრებაში. კი ბატონო, იმართება უამრავი ფესტივალი, კონცერტი და ღონისძიება. ეწყობა გამოფენები, ვორკშოპები, სემინარები. მაგრამ როგორც წესი ეს ყველაფრი ზაფხულობით, ტურისტების მოსაზიდად და ბათუმის როგორც არა მხოლოდ დასასვენებლად საამო და ლამაზი, არამედ საქართველოს კულტურის ერთ-ერთი ცენტრის სტატუსის მატარებელი ქალაქის იმიჯის შესაქმნელად. ეს ყველაფერი კარგად მუშაობს, დარბაზებიც სავსეა და ფესტივალებსაც ხალხი არ აკლია. მაგრამ სეზონი მთავრდება და სულ სხვა სურათს ვხედავთ. დამსვენებლების და სტუმრების გარეშე დარჩენილი ბათუმი უკვე სექტემრის შუა რიცხვებიდან იწყებს „კულტურულ თვლემას“. მაგალითად საავტორო კინოს ფეტივალის გახსენებაც საკმარისია. დარწმუნებული ვარ, ეს ფესტივალი ზაფხულის შუა რიცხვებში რომ ჩატარდეს გაცილებით მეტი დამსწრე ეყოლება. გახსოვთ ალბათ, რამოდენიმე ხსნის წინ, როცა ბათუმში კინოთეატრები აღარ არსებობდნენ, გულზე ხელს ვიბრახუნებდი „კინო წაგვართვეს, რაღა გვეშველებაო“. გაკეთდა ორი კინოთეატრი, ერთი „თბილისი“, მეორე „ინტერნაციონალი“. მაგრამ შედეგი არ შეცვლილა. ხალხი მაინც არ დადიოდა, პირველ უხარისხო ფილმებს იმიზეზებდნენ, მეორე შემთხვევაში არაადეკვატურ ფასებს აბრალებდნენ და ცუდ მენეჯმენტს. შედეგად ის მივიღეთ რომ ინტერნაციონალი დაიხურა, თბილისი კი საზოგადო საპირფარეშოს სტატუსზე შეჩერდა. 

ხშირად გამიგონია რომ არაფერი საინტერესო ამ ქალაქში არ ხდებაო. მაგრამ კითხვაზე როდის იყავი ბოლოს თეატრში, ან როდის ნახე პრემიერა, რომელ გამოფენას ეწვიე, რომელ ივენთს ან საღამოს დაესწარი ხშირად უპასუხო რჩება, ან სათადარიგო ალიბებს: „სად მაქვს მაგის ფული“ ან „სად მაქვს მაგის დრო“ მოიშველიებენ. ბათუმის დრამატული თეატრი დედაქალაქისაგან განსხვავებით მართალია პრემიერების ცვენით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ როცა ასეთი გამონათება ხდება დარბაზის შევსებაც კი ჭირს.   რამოდენიმე ხსნის წინ კიდე ერთი პრემიერით დაგვასაჩუქრეს ჩვენმა თეატრალებმა. მივედი, ვნახე, მომეწონა. მაგრამ დარბაზში მაინც ცოტა იყო ხალხი. თუმცა არა მხოლოდ დარბაზი. ჩვენი პრესაც და ტელევიზიაც მხოლოდ ინფორმაციული ხასიათის მშრალი სიუჟეტით შემოიფარგლა. მაშინ როცა საზაფხულოდ გამართულ საშუალო ხარისხსი ღონისძიებაზე მიკროფონებით ხმალავი მიდის ექსკლუზივისთვის. ამიტომაც ვამბობ, თავად ჩვენ ვართ ინერტულბი. ხშირ შემთხვევაში ჩვენი აქტივობის მაქსიმუმი ფეისბუქში, ივენთზე დასასწრებად გამოგზავნილ გზავნილზე „ლაიქის“ დადებით შემოიფარგლება. ან კიდევ ხშირ შემთხვევაში უადგილო და უსაფუძვლო, მაგრამ ძალიან მოდური „დაწუნებით“ - აა, ამის დროა ახლა? რეებს აკეთებენ!? და ასე შემდეგ. 
რამოდენიმე ხნის წინ ბათუმელ მუსიკოსებს პატარა ივენთი ქონდათ ერთ-ერთ კლუბში. ცოცხალი მუსიკა და მშვენიერი საღამო ელოდა ყველა მიმსვლელს. დიდი დაპირებებისა და „რაზეა ბაზარი“-ს მიუხედავად დარბაზში 7 კაციღა შევიკრიბეთ. ამის მერე საუბარი იმის თაობაზე რომ „არ კეთდება, არ გვძლევენ გასაქანს“ და კიდე რაღაცეები ცოტა არ იყოს უადგილოდ მეჩვენება. ძალიან მინდა მალე გავიდეს ის დრო როცა სხვადასხვა სახის კულტურულ ღონისძიებებზე ერთი და იგივე ადამიანები აღარ შევხდებით ერთმანეთს და ახალი სახეებიც შემოგვემატებიან. ბათუმში კულტურული ცხოვრება ჩქეფს ისე, რა დონმეზეც ჩვენ ვღებულობთ ამ ცხოვრებაში მონაწილეობას. არც მეტი და არც ნაკლები.
საბედნიეროდ დღეს ბათუმში მომრავლდა პატარა პაბები და ბარები, რომლებიც ზრუნავენ იმის თაობაზე რომ სტუმრებს განსხვავებული, საინტერესო საღამოები შესთავაზონ. დღეს ყველა მოძებნის იმ სახის გართობას რაც სწადია. თუ ხმაური და ცეკვა გიყვარს ან ელექტრონული მუსიკა გხიბლავს - ღამის კლუბები. თუ პაბებში ლუდის დალევა - ამის შესაძლებლობაც არის. თუ წყნარი მუსიკა და გემრიელი ყავა!?-ეგეც მოიძებნება. ბათუმში თავისუფლად შეიძლება გაატარო დრო. თუმცა ერთია, ზამთარში საინტერესო ადგილების ჩამონათვალი გაცილებით მწირია და ხშირ შემთხვევაში ეგ მოსაბეზრებელიც ხდება. მაგრამ რამოდენიმე ხნის წინ ეგეც არ იყო. 
რამოდენიმე წლის წინ ბათუმში ქუჩის კონცერტები იმართებოდა, სადაც ბათუმური, არც თუ მცირერიცხოვანი ჯგუფები გამოდიოდნენ და თავიანთ მუსიკას უკრავდნენ. გარკვეული პერიოდის მანძილზე ეს ყველაფერი სადღაც გაქრა. ისევე როგორც ის აქტიური სტუდენტური ცხოვრება რომლითაც თავის დროზე ვცხოვრობდით და ვამაყობდით კიდეც. დღეს უკვე ქუჩაშიც მხვდებიან გიტარა გადაკიდებული ახალგაზრდები და რამოდენიმე ახლად გამოჩეკილ ჯგუფსაც ვიცნობ. რაც ძალიან მახარებს. "


–თუმცა ამ მხრივ ბათუმთან შედარებით არც თბილისი ჩქეფს.. იაკო ბათუმელია, ახლა თბილისში სწავლობს.. თბილისურ ამბებსაც იაკო მოგვიყვება..


"დავიწყოთ იქედან, რომ თბილისში ყოველთვის იყო და არის ძალიან ბევრი კარგი ჯგუფი, აქ  ცოცხალი მუსიკის მოსმენა ჩვეულებრივი ამბავია – მზიურში, ქუჩაში, პადზემკაში, კაფეებში... ბათუმში კი ცოცხალი მუსიკის მოსმენა დიდი ფუფუნებაა. თბილისის ღამის ცხოვრებაზე ვერაფერს ვიტყვი, არ ვიცნობ და იმიტომ – ბათუმისაზე კი რამდენიც გინდა, პრინციპში ბევრი არც არაფერია სათქმელი, აგერ უკვე ორი წელია ბათუმში სოკოებივით მრავლდება კლუბები და კაფეები, თუმცა ხმაურიანი მუსიკით და ლაზერების ციმციმით არავინ იტკიებს თავს, ბათუმში უფრო მშვიდი გარემო – ახალი კაფეები, ფინჯანი ყავა და უფასო ინტერნეტი ურჩევნიათ. უფასო ინტერნეტის მოყვარულები აქაც ბევრია, ბათუმზე მეტი, ამიტომ ყავახანები და ლიტ კაფეები თავზესაყრელადაა. თბილისში რამდენიმე თეატრი და კინოთეატრია, რომლებშიც ყოველდღე რაღაც ახალს და საინტერესოს უჩვენებენ, ამიტომაც ძალიან ბევრი მაყურებელი ყავთ. ბათუმში კი რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს ამ ზაფხულს გახსნეს ძველი კინოთეატრი "აპოლო", იმიტომ რომ აქამდე არსებულ კინო–თეატრში თვეში ერთხელ უჩვენებდნენ ბოევიკებს და რა გასაკვირია, რომ მხოლოდ 5 ცალი მაყურებელი ყავდა. "


მთავარი ეფექტი ამ ყველაფრის "ნამდვილ ევროპასთან" შედარება იქნება .. როსპოდენტის მონახვა არ გამჭირვებია ევროპიდან ახლახნს ჩამოსულ ერთ–ერთ ბათუმელს გავესაუბრე.

ვაკო ქავჟარაძე



"ერთი–ერთი რაც ძალიან მომეწონა პოლონეთში არის ის რომ მუზეუმებში ცოცხალ გიდებთან ერთად ელექტრონული გიდებიც არიან, ეს ის ადგილია სადაც უამრავი ხალხი დადის.
 ტურისტისთვის ზამთარშიც და ზაფხულში ყველაფერი ძალიან გაადვილებულია, რუკზე არის დატანილი ყველა ის ადგილი სადაც შეიძლება ტურისტმა ისიამოვნოს.


კლუბებში საქართველოსგან განსხვავებით სუფრაზე ხაჭაპურები და მწვადები არ დევს, იქ მიდი მაქსიმალური გართობა შესაბამისი სასმელებით, ცეკვით .. იქ არავინ გიყურებს რა გაცვია, რამდენი ფული გაქვს, თუ ბევრი ფული გაქვს და ძალიან მაგარ "ვიდზე" ხარ გოგოები მაგიტო არ გეტენებიან, იქ მთავარია შენთან ურთიერთობა მოეწონოს ადამიანს. 


მე ყველა კლუბში თავი ბაბუა მეგონა, იმიტომ რომ ძირითადი მასა ვინც კლუბში დადის არიან სტუდენტები. ყველა ცდილოობს მაქსიმალურად შეირგოს დასვენების საათები, არავინ არავის არ აკვირდება და ამიტომაც ყველა ძალიან თავისუფლად ერთობა.


რაც ყველაზე მთავარია არცერთ პაბში არ ეწევიან, არის სპეციალური ადგილები სადაც შეგიძლია მოწიო.. და თითქმის ყველა პაბის ტუალეტთან არის აპარატი, სადაც მონეტებს ჩაყრი და პრეზერვატივს  ყიდულობ, ჩემი აზრით ეს ძალიან დიდი პლუსია.


ბერლინი– ეს ის ადგილია სადაც მუსიკა ფასდება. 
უოთერგეითში ვაპირებდი წასვლას და მეტროს გაჩერებასთან შავკანიანები ცეკვავდნენ.. აქ ძალიან ბევრი ნაციის ხალხს შევხვდი, ყველა თავისთივს ერთობა და მათთვის წლის რომელი დროს მნიშვნელობა არ აქვს.


ბათუმს რაც შეეხება, ჩვენთან ხალხი ვერ ერთობა, ალბათ კომპლექსების ბრალია. "


ლონდონური კულტურული ცხოვრების დეტალებზე იქ დროებით მცხოვრებმა ოჩიმ ისაუბრა, როგორც აღმოჩნდა ლონდონი გართობაშიც ისეთივე კონსერვატიულები არიან, როგორც ზოგადად ცხოვრებაში. თუმცა ეს მხოლოდ მესამე თვალით აღქმული სიტუაციაა.


"ოქსფორდის ქუჩა ლონდონში ერთ-ერთი ყველაზე მულტიკულტურული ადგილია მსოფლიოში. ამ ქუჩაზე გავლისას გეუფლება გრძნობა, რომ თითქოს მომავალ დროში იმყოფები და ნებისმიერი ფობია, რომელიც სხვადასხვანაირი ადამინების მიმართ არსებობს უბრალოდ გამქრალია. პოსტმოდერნისტული სტილი ძალიან ჰარმონიულად არის შერწყმული ვიქტორიასდროინდელ არქიტექურასთან და რაც მთავარია ადამიანებთან, რომლებიც ყველა თავისი ინდივიდუალურობით გამოირჩევა.

მიუხედავად თვალისმომჭრელი მრავალფეროვნებისა ინგლისელისთვის თავისუფალი დროის გატარება მაინც საკუთარ ტრადიციებთან არის დაკავშირებული. კულტურულ ცხოვრებას ბრიტანელები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. როგორც წესი, დატვირთული სამუშაო კვირის შემდეგ, პარასკევ საღამოს საყვარელ ფაბებს სტუმრობენ და რამდენიმე კათხა ლუდთან ერთად განვლილი კვირის მნიშვნელოვან ამბებს აჯამებენ. შაბათი დღე კულტურული ღონისძიებისთვის არის განკუთვნილი : თეატრით, კინოთი, გამოფენებით, წვეულებებით და .. კვირა დღეს სამუშო კვირითვის იწყებენ მზადებას და ცდილობენ ბუნებაში, სუფთა ჰაერზე ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად გატარებას."