Thursday, June 30, 2011

თამთა გიორგაძე

ავტოპორტრეტი




თამთა 20 წლისაა. ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობს. იზიდავს ყველაფერი ახალი  და ინოვაციური, ტექნოლოგიები, მუსიკა, ხელოვნება და ამ ყველაფრის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმოუდგენია.




„მაქვს პანიკური პასუხისმგებლობა საქმის მიმართ. ბუნებით ლიდერი არ ვარ და არც მიმდევარი“ – ასე ახასათიათებს თამთა საკუთარ თავს.


 მისი ობიექტივის ყველაზე ხშირი სტუმრები ქუჩის განათებებია, რომლებსაც სხვადასხვა ფოტოების დამუშავებისას იყენებს. თუმცა, იღებს ყველაფერს რაშიც თავისებურად აღქმულ სილამაზეს ხედავს. 



ფოტოგრაფია მისი ჰობია და მომავლისთვის პროფესიონალურ დონეზე აპირებ შესწავლას, მაგრამ ამბობს რომ ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ მისი ამბიციები იქნება რეალური და ღირებული მისი ნამუშევრების ფონზე.




ფოტოების გადაება მოხოვნილებად მექცა დროთა განმავლობა, მაგრამ ყოფილა ემხვევა რომ ფირი ისე დამიცლია ირებული არაფერი გადამიია, ამიტომ ასე დროს ჯობს ევისვენო და უფრო ლიერ სურვილს და მონდომებას დაველოდო.ფოტოების გადაება და დამუავება განტვირვაა ემვის, ასე ქვათ, გარე სამყაროდან გავა და კიდევ როცა საკუარი იდეის რეალზებას ახდენ ასი პროცენტი, ერხელ მაინც ენს პოტო, ემდეგ არ არსებობს მგონი რომ ამ საქმეს მოევა.


































ჩაის რეკლამისთვის გადაღებული ფოტო










Thursday, June 23, 2011

ტყვიები ხელში

ანუ ერთი ფოტოს ისტორია..




"2009 წელს სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცებს შევხვდი. რეპორტაჟს ვამზადებდი რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავზე. შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი უფროსი სერჟანტი (გვარს შეგნებულად არ დავასახელებ)  მიყებოდა თუ როგორი ბრძოლა გადაიტანა მისმა ოცეულმა სოფელ ნიქოზის მისადგომებთან. რამდენი ჯარისკაცი დაკარგა და როგორ ცდილობდნენ დაჭრილი და დაღუპული თანამებრძოლების საცეცხლე ზონიდან გამოყვანას. როცა სერჟანტი ამ ყველაფერს მიყვებოდა, მჭიდში ტყვიებს ტენიდა. დაძაბული იყო, ეძნელებოდა 1 წლის წინანდელი ამბის გახსენება და დაღუპული თანამებრძოლების მოგონება. “არაუშავს, ომი ჯერ არ დამთავრებულა ყველაფერი წინაა, წინაა გამარჯვებები ჩემო მეგობარო... და ამ გამარჯვებას ჩვენი ძმების სულებს მივუძღვნით” ცრემლი ჩუმად მოიწმინდა, გამიღმა და  წავიდა... იქვე ახლოს დადგა, იარაღი 300 მეტრიან დისტანციაზე მდგომ სამიზნეს დაუმიზნა და ბრძანების შემდეგ ცეცხლი გაუხსნა. "


ამ ფოტოს ავტორი პროფესიით ჟურნალისტი გიორგი წეროძეა. აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტის კორესპონდენტი და საინფორმაციო გამოშვების წამყვანი არც ისე დიდი ხნის წინ ფოტოგრაფიითაც იყო გატაცებული, თუმცა ამით სერიოზულად არასდროს დაინტერესებულა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ–საქართველოს ომის შემდეგ გიორგი სამხედრო თემატიკით დაინტერესდა, აღმოაჩნა მისი სამყარო რომელიც მოსწონდა და რომელშიც შეცდომა ფაქტიურად არ გეპატიება. ერთ შეცდომას შესაძლოა სავალალო შედეგები მოჰყვეს. ამიტომ , როგორც გიორგი ამბობს, სანამ მომხმარებელს ინფორმაციას მიაწვდი, ის კარგად უნდა დაამუშავო და დარწმუნდე რომ  საფრთხეს არ შეუქმნის არავის. გიორგის ფოტოებიც სამხედროა თემატიკას ასახავს.
ფოტოს გადაღების პროცესი მისთვის უბრალოდ კარგი დასვენების საშუალება იყო. სამხედრო თემატიკაზე ფოტოების გადაღება რამდენიმე წლის წინ დაიწყო, ისე, მოყვარულის დონეზე. დღეს პრაქტიკულად აღარ იღებს. 


"გადავიღებ ოდესმე, მაშინ როცა სამხედრო წვრთნების გაშუქება მომიწევს, ან ომის, ნამდვილი ომის... "



Monday, June 20, 2011

იაკო ფრანგიშვილი

იაკომ თქვა

„დავისვენებ ცოტას, მეძნელება ინტერვიუები, ისედაც ბევრი უცხო ადამიანი  დამიგროვდა ნაცნობებში“


პროფესიით ჟურნალისტმა იაკომ სულ რაღაც ერთი კვირის წინ დაანება სამსახურს თავი.



როცა ჟურნალისტი არაა , მაშინ ხატავს ან ფოტოებს იღებს.
ხატვა 2–3 წლის ასაკში დაიწყო, ფოტოების გადაღება უფრო  გვიან. მაშინ ხატვადა ყველაფერზე, შპალერზე, წიგნებზე, ტანზე,  საბუთებზე და კუპონებზეც კი.











ადრე ადამიანებს და მულტიპლიკაციურ გმირებს ხატავდა. შინაარსობრივად ახლაც იგივეს ხატავს, უბრალოდ ახლა ადამიანები გახდნენ ანიმაციური პრესონაჟები  და ცოტა „სიპახაბნეც“ შეემატა.




იაკო დღეს ჟურნალისტია, თუმცა მაშინ როცა პროფესიას ირჩევდა არ ქონდა მყარად გადაწყვეტილი რა უნდოდა გამოსულიყო, ერთი პერიოდი რეჟისორ–ანიმატორობასაც კი აპირებდა, თუმცა ახლა ფიქრობს რომ სწორად მოიქცა როცა ჟურნალისტიკა აირჩია პროეფსიად:




„ხატვას ვერავინ გასწავლის, მითუმეტეს იმ პერსონაჟების რომლებიც შენს თავში ცხოვრობენ, თუ შეგიძლია იმის გადმოცემა, რასაც შენი ფანტაზია სწვდება ე.ი. მაგარი ხარ. ჩემი პერსონაჟები ძალიან გვანან იაკოს, ან მე დავემსგავსე მათ, ჩემი ყველა ნახატი ვიღაცას, ან რაღაცას ასახავს ჩემს  ცხოვრებაში“.



















Thursday, June 16, 2011

ლევან ვერძეული



“ ჩემს თავს არასდროს ვეძახი არც ფოტოგრაფს და არც ფოტოხელოვანს. ძალიან თამამი განაცხადია ორივე. ერთი ძალიან დიდ ცოდნას მოითხოვს და მეორე ძალიან დიდ ნიჭს.”




22 წლის ლევან ვერძეული პროფესიით ფინანსისტია, მუშაობს თავისი პროფესიით და  სწავლობს მაგისტრატურაში. ამბობს რომ ყველაფერში მაქსიმალისტია, მათ შორის ფოტოგრაფიაშიც.


ფოტოების გადაღება 12–13 წლის ასაკში დაიწყო, მაშინ როცა პირველი ციფრული ფოტოკამერა აჩუქეს, მაშინ პეიზაჟებს და არქიტექტურას იღებდა, დღეს თითქმის ყველაფერს, მოდელებს, პეიზაჟებს, პორტრეტებს, არქიტექტურას და როგორც თვითონ ამბობს კიდევ ბევრ სისულელეს. აპარატი სულ თან დააქვს და აფიქსრიებს ყველა იმ კადრს რაც ოდნავ მაინც მოსწონს, სწორედ ამიტომ, თვლის რომ მისი ავტობიოგრაფია მისი ფოტოებია. ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე , ფოტოგრაფია მისთვის ჰობiზე მეტია და უხარია როცა მისი ფოტოები მოსწონთ, თუმცა  არასდროს იღებს იმიტომ, რომ ვინმეს მოეწონოს.

ამბობს რომ გამოფენის მოწყობობა არ უნდა, მისი ფოტოები მხოლოდ ერთხელ გამოიფინა ჩეხეთში, საქართველოს დღეებზე.
ლევანი კრიტიკის მოყვარულია და სურს მისი ფოტოები კრიტიკულად შეაფასონ.

Levan Verdzeuli photography's photostream









Tuesday, June 14, 2011

ნინა მასალკინა






„ჭამის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანია ხატვა, ვხატავ ყველაფერს,რაც მახსენდება, რაც მესიზმრება, კონტეინერებსაც კი ვხატავ სამსახურში და საერთოდ, ენდი ვორჰოლმა თქვა და მეც ხშირად ვუმეორებ თავს „Art is anything you can get away with“.

ხატავდა მანამ სანამ ლაპარაკს ისწავლიდა, ჯერ წრეებს, ანტენებით, არ იცის რატომ, ფიქრობს რომ ალბათ ასე ხედავდა, ოღონდ არ ახსოვს რას J
ნინა ბილინგ–ქლერქია და ძალიან არ უყვარს თავისი სამსახური, იმიტომ რომ არანაირი კავშირი არ აქვს ხელოვნებასთან.
ხატვის შესწავლა ბათუმის სამხატვრო სკოლაში დაიწყო და ნიუ–იორკის „parsons school of design“– ში გააგრძელა. მის ნახატებს ჟანრი თვითონ გამოუგონა და როგორც ამბობს ეს ჟანრი არის დიჯითალ–ნეომარაზმი.



ყველაზე ხშირად საკუთარ თავს და აბორტს ხატავს : „საკუთარ თავს ვხატავ ყველაზე ხშირად და აბორტს, არა მე არასდროს გამიკეთებია, უბრალოდ მეხატინება ალბათ პროტესტის ნიშანია, მკვლელობა, სიწმინდის, ფასეულობების მკვლელობა “.
მის შემოქმედებაში პორნოგრაფიული ნახატების სიმრავლესაც შეამჩნევთ.


მოსწონს ენდი ვორჰოლი და ჰერონიმუს ბოსხი. ამბობს რომ იშვიათად ექცევა როელიმე მხატვრის გავლენის ქვეშ: „რა თქმა უნდა არის გავლენა, როცა ვიღაც ძალიან მოგწონს ან გიყვარს, ემსგავსები გაუცნობიერებლად, მაგრამ მაინც. ეს იმას არ ნიშნავს რომ ვიღაც პლაგიატია. როცა შთაგონებული ვარ ვიღაცით საკუთარ თავსაც ვამჩნევ ხოლმე გავლენას“.
როგორც თვითონ ამბობს ხატვა მისთვის ყველაფერია: ემოციური ფონის შააშკარაოზე გამოტანა, ცხოვრების სტილი და უბრალოდ ჰობი, ჰობი რომელსაც პარალელური სურვილების სამყაროში გადაჰყავხარ.

Monday, June 13, 2011

ლევან ოჩხიკიძე






ეს მისი ნახატებია. ლევანი მხატვარია. 25 წლისაა და არც კი ახსოვს ხატვა როდის დაიწყო, თითქმის ღრმა ბავშვობიდან. სახვიი ხელოვნების დეტალებს უმალეს სასცავლებელი დაეუფლა, ეს მისი პროფესიაა, თუმცა როგორც ამბობს მის ნახატებს შორის საუკეთესოები სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე ჩაბარებამდე არის შექმნილი.
ხატავს თითქმის ყველაფრით, მცენარეებითაც კი, ყველაზე ხშირად კი ტუშით. როგორც თვითონ ამბობს ტუშით ფურცლებზე იმიტომ ხატავს რომ, ტილო შედარებით უფრო ძვირი ღირს.

ყველა მის მიერ შექმნილ ნახატზე მოგონილი, სიურეალისტური პრესონაჟები არიან . ფერები მინიმალური დოზითაა გამოყენებული, თუმცა საერთო ჯამში ვიზუალურად არც ისე მარტივად აღსაქმელი კომპოზიციებია.
ამბობს რომ გამორჩეულად უყვარს თავისი ზოგიერთი ნახატი, თუ რატომ არ იცის, ფიქრობს რომ ნახატები რომლებიც უფრო მოსწონს ემოციურად დატვირთულია, ნახატის მთავარი ფუნქცია კი სწორედ ესაა.
სხვა მხატვრების გავლენას არც ისე ხშირად განიცდის . თუმცა აქვს რაღაც პერიოდი, როდესაც ცნობიერად თუ არაცნობიერად მაინც ექცევა მათი ზეგავლენის ქვეშ. როგორც ამბობს ძალიან იშვიათად.
მოსწონს Zdislaw Bekinski და არ გამორიცხავს მის გავლენას თავის შემოქმედებაზე.



ხატავს იმიტომ, რომ დაისვენოს, ამბობს რომ ამ დროს ტვინი გათიშულია და მხოლოდ ხელი ხატავს.

ტრადიციულ (უფრო სწორად კი შაბლონურ) კითხვაზე თუ რას აპირებს სამომავლოდ , მპასუხობს, რომ უნდა გამოფენის გაკეთება და უცხოეთში სასწავლებლად წასვლა . J