Monday, October 24, 2011

გეგა ქუთათელაძე

-მომიყევი შენს შესახებ.. ვინ არის გეგა უთათელაძე?


-მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, ძნელია საკუთარ თავზე საუბარი, თუმცა შევეცდები ორიოდე სიტყვით გაგცე პასუხი. ჩემთვის და ალბათ ზოგადად ადამიანის ძალიან დიდი ნაწილი პროფესიას ეხება, მისი ვინაობა ხშირად პროფესიას და მის საქმიანობას უკავშირდება, მე მხატვარი ვარ, ასე ვთქვათ პროფესიით... არ ვიცი შეიძლება თუ არა მხატვრობას პროფესია უწოდოს ადამიანმა მაგრამ სხვა გზა არ მაქვს ამ შემთხვევაში. ბავშვობიდან ვხატავ, როგორც დედა მიყვება ლაპარაკი არ იცოდი ფანქარი რომ გეჭირა და სულ რაღაცას ჯღაბნიდიო, მეც იმდენი ვჯღაბნე და ვიმაიმუნე შედეგი სახეზეა... 6 წლის ვიყავი ხატვაზე რომ შემიყვანეს მშობლებმა, სამხატვრო სკოლაში, ოთხი წელი ვისწავლე, ფერწერა, ქანდაკება, შემდეგ ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში ჩავაბარე ფერწერის ფაკულტეტზე, ორი წელი ვისწავლე, საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე.. შემდეგ ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში გრაფიკის ფაკულტეტზე და დავამთავრე 2003 წელს. პარალელურად გრაფიკული დიზაინი შევისწავლე, ამავე განხრით ვმუშაობ დღესდღეობით, ეს რაც შეეხება სწავლას და განათლებას.  ბევრი რამ არის ჩემს ცხოვრებაში რამაც გარკვეული როლი ითამაშა და დიდი გამოცდილება მომცა.. შვილი, მეგობრები, ადამიანები, მუსიკა რამაც ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, ჩემი საკვებია ასე ვთქვათ და როცა ვუფიქრდები ესა თუ ის შედევრი როგორ შეიქმნა, რამდენი იწვალა ავტორმა, რამდენი იფიქრა, ინანა, იტირა თუ იცინა ეს იმის სტიმულს  და ძალას მაძლევს რომ მეც შევქმნა რაღაც შინაარსიანი, აზრიანი და შედეგიანი, მაგრამ ეს ყველაფერი ჯერჯერობით ოცნების დონეზეა, ბევრი მაქვს სასწავლი და გასააზრებელი.


შორენა ბეგაშვილი
გეგას გალერეიდან


- რამდენი ხანია ფოტებს იღებ?

-დაახლოებით ორი წელია რაც ფოტოგრაფიის მიმართ გამიჩნდა ინტერესი, ამან ის გამოიწვია რომ მხატვრობამ უკან გადაიწია, მაგრამ ვიმედოვნებ რომ ფოტოგრაფია არ შემიცვლის მხატვრობას, მე არ ვარ იმ დონის ფოტოგრაფი და არ მაქვს იმ მაშტაბის გამოცდილება რამდენიც მხატვრობაში და თუ დღეს კარგად ვიღებ ეს მხოლოდ და მხოლოდ მხატვრობის დამსახურებაა





-რას იღებდი თავიდან და ახლა რას იღებ ყველაზე ხშირად?

-რთულია რაღაცის შექმნა, როცა იაზრებ, კარგია, ცუდია თუ საერთოდ რა არის.. როცა ნოლიდან იწყებს ადამიანი მისთვის მარტივია ეს გზა, მოსწონს და აკმაყოფილებს ის რაც არის.. ჩემს შემთხვევაში ცოტა რთულად არის საქმე, ზედმეტად კრიტიკული ვარ ყველაფრის მიმართ, კომპოზიცია, ფერი, რაც მთავარია იდეა... თუ არ დევს აზრი და იდეა მიჭირს გადაღება, რაც ერთისმხრივ ძალიან ცუდია, მეორეს მხრივ კი მნიშვნელოვანი, დიდი გამოცდილება მაქვს მხატვრობაში და ეს რომ ვერ დავინახე ფოტოგრაფიის საწყის საფეხურებზე ამან თითქმის ბოლო მომიღო, მაგრამ ძალიან მალე ავითვისე, ისევ და ისევ გამოცდილების ხარჯზე... თავიდან ყველაფერს ვირებდი, დავდიოდი კამერით ხელში და ვაფიქსირებდი ცხოვრებას, გავიდა რაღაც პერიოდი და მივხვდი რომ ეს მე არ მაინტერესებს, მივხვდი რომ არ ვარ ქუჩის ფოტოგრაფი, ბოლო პერიოდში რაც გადავიღე ყველაფერი დადგმულია, სტუდიური ან არასტუდიური, კრეატივია ჩემი სტილი, ჟანრი კი, პორტრეტი და სიუჟეტი.



- შენი აზრით რა არის საჭირო იმისთვის რომ პროფესიონალიზმს მიაღწიო?

- პირველ რიგში შრომა, ჯანსაღი კრიტიკის მიღება და რათქმაუნდა ხედვა. სამწუხაროდ დღესდღეობით არის ასეთი ტენდეცია რომ ადამიანები თავს იზღვევენ არასწორი გზით, მაგალითად ერთი ამბობს მთავარია ხედვა, მეორე ამბობს მთავარია შესრულება, ჩემი აზრით ორივე მთავარია, პროფესიონალიზმი არ არის მხოლოდ ხედვა ან მხოლოდ შესრულება, ხედვა თავისთავად უნდა ქონდეს ადამიანს, იდეა უნდა გააჩნდეს და ამ იდეის შესრულების უნარი უნდა ქონდეს, ტექნიკურად ძლიერი უნდა იყოს ის, ძალიან რთულია ამ ყველაფერს მოუყარო თავი და შექმნა, თუმცა ყველაფერი მონდომება, შრომა და გააზრებაა... იდეის სრულყოფილება, ორიგინალობა და სიახლე ასევე აუცილებელია, მილიონი ფოტოგრაფი იღებს პორტრეტს, მაკროს, თუნდაც შიშველ ნატურას, ძალიან რთულია გამორჩეული იყო, თუ ადამიანს თავისი არ გააჩნია ის მორიგი ფოტოგრაფი იქნება, ასე ვთქვათ თავის ჭიას გაახარებს, სხვას ვერავის.

ვთვლი რომ ვარ პროფესიონალი მხატვარი, მაგრამ არ ვთვლი რომ ვარ პროფესიონალი ფოტოგრაფი, ამას წლები სჭირდება, უდიდესი გამოცდილება, შრომა და გააზრება... ერთი რამ მეხმარება, ხელოვნების ერთიანობა, მხატვრობა იქნება, ფოტოგრაფია თუ მუსიკა.. თუ ხედავ, იაზრებ და გინდა რაღაცის შექმნა, მაშინ შექმნი. ჩემი აზრით ყველაფერი ერთმანეთთან არის კავშირში და ვიმედოვნებ რომ ამით უფრო და უფრო მალე შევქმნი საინტერესოს.




- მხატვრობა უფრო მნიშვნელოვანია შენთვის თუ ფოტოგრაფია ?

- რათქმაუნდა მხატვრობა, ფოტოგრაფიით ორი წელია რაც დავინტერესდი, მხატვრობას ვერაფერი ვერ შემიცვლის, შეიძლება დიდი ადგილი დაიკავოს ფოტოგრაფიამ ჩემს ცხოვრებაში მაგრამ მხატვრობა ყოველთვის პირველი იქნება.



- როგორ ფიქრობ, დღეს–დღეობით საქართველოში რამდენად მომგებიანი იყო ფოტოგრაფი, ან თუნდანც მხატვარი?

-საქართველოში რთულია ხელოვანი ადამიანისვის არსებობა, მომგებიანობის პროცენტი საკმაოდ დაბალია, ან უნდა გახვიდე საქართველოს ფარგლებს გარეთ ან თუ აქ მოღვაწეობ უხეშად ვთქვათ პატრონი უნდა გყავდეს, რათქმაუნდა პროფესიონალიზმი თავს იჩენს ყველგან მაგრამ ჩვენთან ხელოვნების ინტერესი ნაკლებია საზოგადოებაში და ისეთი დაფინანსებაც არ არის როგორიც სხვა სფეროშია. მხატვარი ან ფოტოგრაფი რომელიც თავისთვის ქმნის რაღაცას, მას ამაში არავინ არაფერს არ უხდის, აქედან გამომდინარე იძულებულია სხვა სამსახური იშოვოს, ან თუნდაც თავისი პროფესიით იმუშავოს, მაგრამ თავისთვის მიუღებელი იყოს ეს სამუშაო, მე ვთვლი რომ ხელოვან ადამიანს არ უნდა ქონდეს სამსახური რომელიც ფიტავს და ძირითადად ყველა სამსახური ამას აკეთებს დღეს... ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო წლები, მონიტორთან გატარებული უამრავი წელი, რომ არ მესწავლა გრაფიკული დიზაინი, ხატვით იშვიათად რომ მხატვარს საარსებო შემოსავალი ქონდეს, მაშინ უნდა დაჯდეს ქუჩაში და ხატოს პორტრეტები, ან სხვა ნამუშევრები გაყიდოს რაც შემოქმედებისთვის დამანგრეველია.. ერთი სიტყვით მე არ ვარ კმაყოფილი იმით დღეს რაც ხდება ქვეყანაში ხელოვნების მხრივ და არც საზოგადოებით რომელიც აზროვნების დეფიციტს განიცდის და ხელოვნების გარეშე ცხოვრობენ, შეიძლება ზედმეტად კრიტიკული ვარ მაგრამ სამწუხაროდ ეს არის რეალობა.





მთავარი პრობლემა საზოგადოებაშია, ცხოვრების დონეში და აზროვნებაში, იყო დრო როცა მხატვრობაზე, ხელოვნებაზე იმართებოდა დისკუსიები, კამათი, ინტერესი იყო, მუშაობა უხაროდა ყველას, დღესდღეობით ის ყველა ადამიანი მორიგ სამსახურში მუშაობს და თითქმის ყველას დავიწყებული აქვს ხელოვნება ერთ დროს რომ ასე აფორიაქებდა და აცოცხლებდა, ეს ყველაფერი ცხოვრების უხარისხობის ბრალია, რომ გაიძახიან არიქა ავყვავდით.. რაში ავყვავდით მე არ ვიცი, მე ვერ ვხედავ ალბათ.. არ მინდა პოლიტიკას შევეხო, არ მაინტერესებს ეგ სფერო საერთოდ მაგრამ ხელოვნებას რაც შეეხება დავმდაბლდით, ხელოვანებიც და საზოგადოებაც. ზოგადი განათლება ნულის დონეზეა ქვეყანაში და ამაზე უნდა იფიქრონ პირველ რიგში "მეთაურებმა" და არა იმაზე სად რა შეღებონ და "გაალამაზონ"... ბევრს არაფერს არ დავამათებ, ხელოვნების სფეროში ბევრი პრობლემაა, უამრავი, დეტალურად არ ჩამოვთვლი ვიღაც არ ვაწყენინო მაგრამ მთავარ პრობლემას მაინც გავიმეორებ, ხალხის ინტერესი არ არის ხელოვნების მიმართ, ერთეულებს თუ ესმით და აფასებენ..

Tuesday, October 18, 2011

მანიფესტი ა.ს.ი–ის

                       გაფიცვის   III   დღე 
                            

 ჩვენ, ა.ს.ი-ს (http://asi.org.ge/) კონკურსის მონაწილე (ახლადგამოჩეიკილი) ბლოგერები, გამოვთქვამთ რა უკმაყოფილებას ჩვენსა და პროექტის ტრენერებს შორის კომუნიკაციის არარსებობაზე, (თქვენ თქვით, მაქსიმუმ ოქტომბრის შუა რიცხვებში ჩამოვალთ და მეორე ეტაპისთვის განსაზღვრულ პირობას შევასრულებთო – რაც არ მოხდა) ვღებულობთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
არანაირ პოსტს არ დავწერთ ჩვენს-ჩვენს ბლოგებზე, (თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა ქვეყანაში) სანამ არ შეგვეხმიანებით და არ გაგვარკვევთ რა ხდება და რა იქნება. თუ ამ წერილს შედეგი არ მოჰყვება, ნათელია პროექტის დონორებს არ შევეხმიანებით, მაგრამ დამერწმუნეთ, ეს წერილი თქვენი რეპუტაციას სულ მცირე ჩრდილს მაინც მიაყენებს.
ეს ამ წერილის მეორე ვარიანტია, პირველში ვეცადეთ მდგომარეობა იუმორით დაგვებალანსებინა, მაგრამ გადავიფიქრეთ. ასეა, ჩვენ ვიფიცებით. მართალია, კონკურსგარეშე ბლოგერები არ შემოგვიერთდებიან და არც ვითხოვთ ამას, მაგრამ შეიძლება რამდენიმე ადამიანმა ამაზე დაწეროს და მოვლენები ასე გაგრძელდეს, რაც თქვენთვის კარგი არ იქნება! პატივს გცემთ, როგორც პროფესიონალებს, მაგრამ თქვენი ვალდებულებები არ უნდა დაივიწყოთ და ამ ხნის განმავლობაში შეგეძლოთ ერთი წინადადება მაინც დაგეპოსტათ ფან-ფეიჯზე. მგონი ჩვენი უკმაყოფილება სამართლიანია, არა?!
მუხედავად იმისა, რომ ახლა ამ მანიფესტს მხოლოდ ორი ადამიანი ვწერთ გუგლ დოკუმენტში, დანარჩენი კონკურსანტებსაც სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ შემოუერთდნენ ჩვენს პროტესტს და გაიფიცნონ! ჩვენ გვაქვს ერთი სულისკვეთება, ერთი მიზანი, ჩვენ შევძლებთ შევძრათ თქვენი უმოქმედობა მოქმედებით! ალილუია, ალილუია, ალილუია! (მეტანია 3–გზის) ჩვენ არ გვეშინია, ჩვენ მოვედით, სანდრო ელზააა თამაააარ კევინ ოლგა ივანა დაე იარონ იარონ ! ისე კი, კარგად იცით რომ რამდენჯერმე ვიკითხეთ რა ხდებოდა და პასუხი ვერ მივიღეთ! ახლა მაინც თუ გაგვაგებინებთ რომელიმე პასუხისმგებელი პირი რა ხდება კარგი იქნება!
ამგვარად პროექტის მონაწილეთა სია ასეთია:
სალომე გეგეშიძე
ნანი ქამიშაძე
ქეთი ლაბაძე
მარი ქობულაძე
ნინო ღლონტი
დეა მარგალიტაძე
გიორგი შარაშიძე
ლაშა მესხი
გივი ავალიანი
ჯენი კვანტალიანი
ირაკლი ვაჩიბერაძე
გვანცა თოდაძე
ლევან ფანცხავა
თამარ რაზმაძე
მარი ტყეშელაშვილი
სოფო ბობოხიძე
დავით ჯიმშეეიშვილი
აქედან გაფიცულები ვართ:

Saturday, October 8, 2011

გიორგი მჟავანაძე (გაუდი)



ყველაფერი კარგად მახსოვს, ბავშვობიდან მიყვარდა ხატვა, ხაზვა და არქიტექტურული ესკიზების შექმნა. რაც თავი მახსოვს სულ ვხატავდი და ვხაზავდი, ყოველთვის მინდოდა რაღაც შემექმნავსწავლობდი ბავშვთა სამხატვრო სკოლაში, შემდეგ სწავლა გავაგრძელე ბათუმის სამხატვრო ტექნიკუმში. Aარ მინდა ვაწყენინო ჩემს მასწავლებლებს, მაგრამ არასოდეს მაკმაყოფილებდა ის რასაც იქ მასწავლიდნენ და არ მომწონდა რადგან ყველაფერი ერთი და იგივე იყო, ერთი სტილი და დამთავრდა. Mმე კი უფრო მეტი მინდოდა ჩემი თავის გამოხატვა. ამჟამად თვითნასწავლი მხატვარი ვარ, ასევე არქიტექტურაში და ინტერიერის დიზაინშიც.



26 წლის გიორგი მხატვარ–დიზაინერი და არქიტექტორია, ფოტოგრაფია კი მისი გატაცებაა, თუმცა დროთა განმავლობაში ეს საქმე მისთვის გატაცებაზე უფრო მეტი ხდება. მისი , როგორც ფოტოგრაფის კარიერა არც ისე დიდი ხნის წინ დაიწყო .


21 წლის ვიყავი ფოტოგრაფიით დამაინტერესა ბავშვობის მეგობარმა ირაკლი ძნელაძემ. Mმას ერთხელ ესტუმრა ამერიკელი ფოტოგრაფი სამუელ უითენი, და მიამბო მის ესახებ, რამაც ჩემში დიდი დაინტერესება გამოიწვია ფოტოხელოვნების მიმართზენიტის აპარატით დავიწყე გადაღება. პირველი ფოტოები გადავიღე ჩემს სოფელში, თავიდანვე პორტრეტების ხატვა მიყვარდა, ამიტომ ვიღებდი მოხუცებს, მათ სახეზე ვხედავ მთელ მათ ცხოვრებას, ემოციებს. Kკარგად მახსოვს როგორ გადავიღე პირველი ფოტო, ეს იყო მოხუცი ქალი, რომელიც მიაბიჯებდა სოფლის ორღობეში ყავარჯნებით, იყო ღრუბლიანი მოწყენილი ამინდი და ამ ქალის სახე ყოველივე ამას გამოხატავდა, მივხვდი რო ძალიან საინტერესო ფოტო იქნებოდა. Aადამიანის ყველანაირი განცდა, სიხარული, ტანჯვა, სითბო, ყველა სახეზე ჩანს.



ძალიან მიყვარს ფოტო ( ბებია და შვილიშვილი ) ორივე ერთადაა ახალგაზრდობა და სიბერე. Aასევე ძალიან მიყვარს სოფლის ბავშვების გადაღება, და ჟანრული ფოტოები.

ბათუმური ცხოვრების დეტალები, იტალიური ეზოები და მეთევზეებით სავსე სანაპირო, როგორც  ბათუმელი ფოტოგრაფის უმრავლესობის, არც გიორგის ობიექტივს აკლია.



მიყვარს წვიმიანი ბათუმი, სანაპიროზე გადაღებული ფოტოები ბევრი მაქვსროგორც კი სანაპიროზე გავდივარ, თვალწინ ეგრევე გადამეშლება შავ-თეთრი ცხოვრება, იქ ვხედავ მხოლოდ ორ ფერს, განმარტოვებული მეთევზე, ზის და ელოდება თევზს.





გიორგის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი გლამურულ ფოტოებს უჭირავს.  მისი თვალით დანახული გლამური, როგორც თვითონ ამბობს, რომანტიკულია.


„ რომანტიკაში ვხედავ სილამაზეს, სილამაზეში ვხედავ რომანტიკას და ეს სილამაზე არის ჩემი მუზა “.

არანაკლებ საინტერესოა მისი მხატვრული ნამუშევრები, გამოგონილი თუ რეალობასთან მიმსგავსებული პერსონაჟები. რას გულისხმობ ის თავის ნახატებში ამას საიდუმლოდ ტოვებს, უბრალოდ ამბობს რომ მისი ფანტაზიის ნაყოფი რეალობასთან ძალიან ახლოსაა.





ხატვით ვიყავი დაინტერესებული ბავშვობიდან, სადღაც პირველი კლასიდან დავიწყე ხატვა, როგორც ჩვეულებრივმა მოსწავლეებმა იციან ხოლმე, მაგრამ არ მქონდა გადაწყვეტილი რომ ხატვას გავყოლოდი . დროთაგანმავლობაში მივხდი რომ ხატვაძალიან რთული იყო  და ეს უფრო მომწონდა, რაც უფრო რთულია მით უფრო საინტერესო ხდება ჩემტვის.  დღემდეც ვხატავ როდესაც თავისუფალი დრო მაქვს.როგორც კი სამხატვრო სასცავლებელი დავამთავრე მინდოდა თბილისში, სამხატვრო აკადემიაში  მესჭავლა მაგრამ ამის საშუალება არ იყო, გულიც არანაირად არ მწყდებოდა, რადგან თვითნასცავლობით უფრო ვიყავი  დაინტერესებული.