Wednesday, July 27, 2011

შიშველი ბებია


ფოტოგრაფთა წერში საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ერთმა ფოტომ სახელად ”ბებია”. ახალგაზრდა ბათ
უმელმა ფოტოგრაფმა ირაკლი ძნელაძემ, ფოტო კადრისთვის არც მეტი, არც ნაკლები, საკუთარი ბებია გააშიშვლა.
-მომიყევი შენს შესახებ.
- დიდი ისტორია მაქვს, 24 წლის გავხდი 11 ნოემბერს. სკოლიდან ადრე გამოვედი და წავედი პეტერბურგში, იქ დავამთავრე სამხატვრო ტექნიკუმი, რესტავრაციის ფაკულტეტი. ჩემი სასწავლებლის საგამოფენო დარბაზში იყო რუსი ფოტოგრაფების გამოფენა და ამან ძალიან დამაინტერესა. ძალიან მიყვარს იმპრესიონისტები, ისინი ხატავენ იმას, რასაც იმ წამს ხედავენ და მეც მხატვრობაში რისი თქმაც ვერ მოვახარხე, შევეცადე მეთქვა ფოტოგრაფიაში. იმ პერიოდში ანუ 2002-2003 წლებში დავიწყე
ფოტოგრაფიის შესწავლა, ჯერ ჩემით ვსწავლობდი, მერე ჩამოვედი საქართველოში და სპონტანურად ჩავაბარე ჟურნალისტიკაზე, ამ პერიოდში გავიცანი ამერიკელი ფოტოგრაფი სემუელ უითენი, რომელმაც მასწავლა აპარატთან მუშაობა. საერთოდ ფოტოგრაფია დღეს ჩემთვის შვილის მერე ყველაზე დიდია. ის ჩემი ცხოვრების ნაწილია.
-საიდან წამოვიდა იდეა, გადაგეღო შიშველი მოხუცი ქალი?
- საერთოდ სიშიშვლეში ვერ გეტყვი რომ რაღაც განსაკუთრებულია, ახალგაზრდა ადამიანებზე მაქვს საუბარი. სხეულის მხილება, ანუ სიშიშვლე არის კომპლექსისგან ერთგავრი თავის დაღწევა. ყველა ადამიანს აქვს კომპლექსი, როცა ის შიშვლდება, მაგრამ მე, როგორც ფოტოგრაფი, ვცდილობ ის კომპლექსი ავარიდო ჩემს კადრს. ამ შემთხვევაში, ბებიაჩემის გაშიშვლებაზეა საუბარი, ეს მოხდა ძალიან სპონტანურად. კონკურსი გამოცხადდა , რომლის თემა იყო ”სხეულის მხილება”, ერთ საათში უნდა ამეტვირთა ფოტო კონკურსისთვის. რა უნდა გადამეღო ?! ზოგმა ფო
ტოგრაფმა გაიშიშვლა თავი და გადაიღო, მე ვთვლი რომ ეს საინტერესო იყო, მაგრამ ყველა სახვადასხვანაირად აღიქვამს სიშიშვლეს. მე რატომ გავხადე ბებია ?! ფოტოსაც ბებია ჰქვია, სხვათაშორის. მეც შმიძლია გავშიშვლდე ან ქალი გავაშიშვლო.მაგრამ ეს უკვე გადაღეჭილია. ჩემს ფოტოში, ბებიაჩემის ყველა ნაოჭი მის სხეულზე, სახეზე, მისი ხელის მოძრაობა, ასახავს მის მთელ ცხოვრებას. ბაბუაჩემის გარდაცვალების შემდეგ ბებია მისი ერთგული დარჩა ბოლომდე და ამდენი წლის შემდეგ ის პირველად გაშიშვლდა შვილიშვილისთვის.
-როგორ დაითანხმე ბებია გახდაზე ?
- ნუ ბებიამ არ იცოდა, რომ ამ ფოტოს ამხელა აჟიოტაჟი მოყვებოდა , არ იცოდა რომ ვიღაცა ამაზე სტატიას დაწერდა. მთავარია რომ ფოტო შედგა, მართალია 1 საათი ვუხსნიდი რისთვის მჭირდებოდა მისი გაშიშვლება . ფოტო მამაჩემაც ნახა, მთელმა საქართველომ ნახა . ზოგს მოეწონა, ზოგს არ მოეწონა. ხალხი მიჩვეულია ლამაზის სხეულების ყურებას. ძალიან ბევრი შიშველი ქალი მყავს გადაღებული , მაგრამ ეხლა თუ შიშველს ვინმეს გადავიღებ მინდა რომ მხოლოდ მოხუცები გადავიღო.
- რამდენად ესთეტიურია ასეთი ფოტოების გადაღება?
- ყველა ადამიანში არის ესთეტიკა, მთავარია, როგორ გადაიღებ, ამას აქვს მნიშვნელობა, ლამაზ გოგოებში არის ესთეტიკა, მაგრამ ეს უკვე გაცვეთილი თემაა. მე ვერ ვიტყვი რომ შიშველი მოხუცი არავის არ გადაუღია, მაგრამ მარტივი ფრაზაა, ”ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია”.
- იყო თუ არა ეს ფოტო საზოგადოების ყურადღების მიქსევის მიზნით გადაღებული?
-ყველაფერი ის, რასაც საზოგადოება არ თვლის სწორად, უცებ ხდება განხილვის საგანი, ანტიკრიტიკა ყოველთვის დიდ პირას იწვევს. ის რომ ჩემმა ფოტომ რაღაც რეაქცია გამოიწვია, თუნდაც უარყოფითი, ნიშნავს იმას , რომ ჩემი ფოტო შედგა. ამ ფოტოთი მე ბებიაჩემს ვაჩვენე საკუთარი თვალით დანახული თავისი სხეული. მხოლოდ მისთვის იყო ეს გადაღებული და კონკურსისთვის, სადაც პირველად გავიტანე.
მე არ მინდა ვაკეთო ის, რაც უკვე ბევრმა გააკეთა, ვეძებ საკუთარ თავს, პირველ რიგში და ვეძებ რაღაც ახალს.
-კიდევ თუ აპირებ შიშველი მოხუცების გადაღებას?
-მე ვაპირებ მთელი სერიები გავაკეთო.
- და შენი აზრით ეს მოსაბეზრებელი არ გახდება საზოგადოებისთვის?
- არ ვამბობ, რომ მე ამაში ჩავიშტამპები, ეს იქნება 1 სერია რამდენიმე ფოტოსგან შემდგარი და ამით დამთავრდება. რისი თქმაც მინდა მე ფოტოგრაფიაში, ვიტყვი ამ ფოტოებით. მე მინდა მეძავების სერია გადავიღო, მაგრამ ძველი, მოხუცი მეძავების. ძალიან ბევრის ვიცნობ, ვინც ადრე მეძავი იყო,ახლა დაბერდა და აღარავის იზიდავს. ფოტოგრაფია საუბრის ხელოვნებაა მე ვფიქრობ, როდესაც მე ვიღებ ფოტოს მე მიწევს ადამიანებთან ურთიერთობა, და გადაღების დორს რასაც განვიცდი მინდა იგივე გადმოვცე ჩემი ფოტოებით.

Tuesday, July 12, 2011

სერაფიმ ძნელაძე


სერაფიმე


იდეით ფოტოს გადმოცემა – ეს არის ის, რასაც გელა, იგივე, სერაფიმ ძნელაძე აკეთებს. მის ნაუმშევრებში კონცეპტუალური ფოტოები ჭარბობს.

გადაღება 4 წლის წინ დაიწყო, სრულიად შემთხვევით. ერთ–ერთ ფოტო–ლაბორატორიაში ძველი ფოტოაპარატი იყიდა, რამდენიმე ფირის  გადაღების შემდეგ ამ საქმემ ჩაითრია და დღემდე ასე მოდის.




გელა 23 წლისაა, პროფესიით გეოგრაფი, თუმცა ფოტოგრაფია დღეს მისთვის პირველ ადგილზეა:
"ფოტოგრაფიას დღეს ჩემს ცხოვრებაში დიდი ნაწილი უჭირავს, არ ვიცი ამას რა  შეიძლება უწოდო ჰობი თუ პროფესია, მაგრამ ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს როგორც გადაღებები ასევე ფირთან მუშაობა."



უყვარს მუსიკა, ზღვა და მზე.. თოვლი და წვიმაც უყვარს, ამბობს რომ მუდამ გახარებულია და უხასიათოდ ვერასდროს ნახავ.


დროის ყველაზე დიდ ნაწილს მოგზაურობას უთმობს, უყვარს ველური ლაშქრობები, სადაც მხოლოდ ფოტოაპარატით დადის. საჭმლის და ფულის გარეშე.


ისეთივე კარგი მზარეულია როგორიც გურმანი, საკვებზე უარს არასდროს ამბობს და მიირთმევს ყველაფერს რასაც სთავაზობენ.


ფოტოგრაფია არსად უსწავლია, თუ ინტერნეტს და მის ფოტოგრაფ მეგობრებს არ ჩავთვლით.






ქუშაში ადამიანებს იღებს ისე, რომ მას თითქმის ვერ ამჩნევენ.

"ეს საჯარო ბიბლიოთეკასთან არის გადაღებული სახე არც დამინახავს
ჩავიარე და გადავიღე, არც გაუგიათ ისე"





Add caption


<-- " ეს სერია ბათუმის ფსიქიატრიულ კლინიკაშია გადაღებული, ეს ხალხი ვინც ფოტოზეა გადაღებული ძალიან ადვილად შემოვიდა კონტაქტში და თვითონ მოისურვეს ფოტოების გადაღება. " 










































































Sunday, July 3, 2011

ნინო ბაიდაური

ავტოპორტრეტი
“ძალიან ღრმა ბავშვობიდან, რაც თავი მახსოვს ასეა და რაც არ მახსოვს კიდევ მშობლების გადმოცემით. მიყვარდა ხელოვნება. ვხატავდი იმ ასაკიდან, რაც ხელში ფანქრის და ფლომასტერის დაჭერა შევძელი, მერე ფუნჯის. იმ ადრეული ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ მხატვარი უნდა გავმხდარიყავი. თუმცა ოცნება ოცნებად დარჩა და შეიძლება მეც ის მინდოდა, რომ ოცნებად დარჩენილიყო. ხატვაზე არ მატარეს გარკვეული მიზეზების გამო, რასაც სხვათა შორის დღემდე ვსაყვედურობ დედაჩემს : )


პარალელურად იყო სხვა გატაცებები, ინტერესები. დავდიოდი მუსიკაზე, არც თუ წარუმატებლად და იმასაც ვაპირებდი, რომ მუსიკას გავყოლოდი. თუმცა მივხვდი, რომ პიანისტი ჩემგან არ დადგებოდა და ერთი ხელის მოსმით შევეშვი ამ საქმეს. მთლიანად მოვწყდი და ამოვაგდე ჩემი ცხოვრებიდან და ამას ახლა ხანდახან ვნანობ ხოლმე. მინდოდა რეჟისორობაც.
ნინოს ფოტოები



ერთი სიტყვით ძირითადი ხაზი ასე ვთქვათ ჩემს გონებასა თუ გულში ის იყორომ რასაც არ უნდა მოვდებოდი და რა ინტერესიც არ უნდა გამჩენოდარა პროფესიის არჩევაც არ უნდა გადამეწყვიტა (და ეს გადაწყვეტილება რამდენჯერმე შევცვალე), პარალელურად სულ ვცდილობდირომ რაღაცა ფორმით ხელოვნებასთან კავშირი მქონოდადა ეს კავშირი არ ყოფილიყომხოლოდ მაყურებლისმნახველისმსმენელის და ასე შემდეგმეც მინდოდარაღაცა შემექმნაწერაც კი გავბედე.” - ამბობს ნინო, გრაფ.გე–სთვის მიცემულ ინტერვიუში .





დღეს, შეიძლება ითქვას, რომ ნინო ბაიდაური შემდგარი ფოტოგრაფია. იღებს ყველაფერს და კიდე უფრო მეტი განუხორციელებელი იდეები აქვს, რისი გადაღებაც ძალიან უნდა. ფოტოგრაფიას ყველაზე დიდ მნიშნელობას ანიჭებს ცხოვრებაში, ამბობს რომ ზედმეტად ჩაბღაუჭებულიც კი არის."




დადგმულ კადრებს, პორტრეტებს ხშირად არა ისტორიით, არამედ განწყობით ვიღებ. ხშირად რომელიმე აკვიატებული სიმღერის გავლენით, ან პირიქით, მერე აჯდება ხოლმე რამე სიმღერა და ხშირად მაგის მიხედვითაც ვასათაურებ.



"ასაკი _ 80 წელი
ოჯახი 50 წლის
მასწავლებლობის სტაჟი სკოლაში _ 50 წელი

2 დღის ჩასული ვიყავი წალენჯიხის რაიონის სოფელ ობუჯში, სკოლაში თქვეს, გუგუშა მასწავლებელი 80 წლისა ხდება დღეს, მოვინახულოთო.
წავყევი. გუგუშა მასწავლებელი რამდენიმე თვეა ფეხმოტეხილი წევს.
დღეს სტუმრების ხათრით პირველად გამოვიდა ოთახიდან, სადაც ამდენი ხანი იწვა.. ოჯახის წევრების დახმარებით. თვითონ უნდოდა, მაგრამ ვერ შეძლო. პირველად მეუღლე, ჭიჭიკო მასწავლებელი მიეხმარა, მაგრამ იუკადრისა, ჭირვეულად მოიშორა და ერთმანეთს გაებუტნენ. სანამ წამოვიდოდი, ვთხოვე, ერთად გადაგიღებთ-მეთქი. ერთმანეთს ალმაცერად გახედეს. ჭიჭიკო მასწავლებელმა, გადაიღებ ჩემთან ერთად სურათს, შევრიგდეთო? გუგუშა მასწავლებელმა შესცინა და კარ
იო. ეს ალბათ ჩვენი ბოლო ფოტოაო. ავიცრემლე და აპარატი ავიფარე. ისევ ისე უყვართ და ისევ ისე ჭირვეულობენ, როგორც ახალგაზრდობაში :) " - ნინო ბაიდაური.