Wednesday, December 14, 2011

ნიკოლოზ ჟორჟიკაშვილი

ნიკოლოზ ჟორჟიკაშვილი, იგივე My December, პროფესიით სტომატოლოგია. მისი მრავალი გატაცებიდან ერთ–ერთი ფოტოგრაფიაა. ნიკოლოზი დაახლოებით ორი წელია ფოტოებს იღებს და მისი ფოტოები ძირითადად კონკრეტულ სიმღერებს და მელოდიებს  უკავშირდება. ჟანრები რომლებას ნიკოლოზი უსმენს მრავალფეროვანია და შესაბამისად მისი კადრებიც ერთმანეთს არასდროს გავს.
http://www.youtube.com/watch?v=B9dSYgd5Elk&ob=av2e

პირველი ფოტო 2008 წელს Sony Cyber Shot-ით გადაიღო. "როდესაც მოგვიანებით გადაღებული ფოტოები მეგობრებს ვაჩვენე მითხრეს, რომ არც თუ ცუდად გადამიღია"
დღეს ნიკოლოზის კადრების უმრავლესობა მისი ნიკონის ობიექტივში ხვდება. "ყველაზე ხშირად ქალაქის სცენებს , პეიზაჟებს და დეტალებს ვიღებ, რომლებიც სეირონობისას თუ მოგზაურობისას თვალში მხვდება."




ნიკოლოზს ვთხოვე ესაუბრა იმ პრობლემებზე, რომლებიც დღეს ხელოვნების სფეროშია.


- შენი აზრით, რა არის საჭირო იმისთვის, რომ პროფესიონალიზმს მიაღწიო?


- გარდა თეორიული ცოდნისა, პროფესიონალიზმის მსაღწევად აუცილებელია პრაქტიკული გამოცდილება და დრო. კარგია როცა ვინმე გასწავლის ტექნიკურ ნიუანსებს, მაგრამ ასევე კარგია როცა ბევრი გადარებული კადრის შემდეგ ხვდები, როგორ არის "მიღებული" გადაღება და შენ როგორ თვლი საჭიროდ. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს მიზანს, რომლამდეც მისვლამდე ნელ-ნელა იხვეწები.


- როგორ ფიქრობ, დღეს–დღეობით საქართველოში რამდენად მომგებიანი იყო ფოტოგრაფი?


- არამგონია იმდენად მომგებიანი იყოს, რომ ძირითად პროფესიად აირჩიო. ისე კი გააჩნია როგორი "მაგარი" კამერა გაქვს და რა ჟანრში იღებ.
-შეგიძლია მესაუბრო იმ პრობლემებზე, რომლებიც დღეს ხელოვნების სფეროშია?


- დღეს დღეობით სამწუხაროდ ცოტაა ისეთი ადამიანი ვინც ნამდვილად მოიწონებს შენს ნამუშევრებს ან რჩევას მოგცემს, ან გიბიძგებს უკეთესის შექმნისკენ. კარგი იქნებოდა თუ ხშირად ჩატარდებოდა ფოტო გამოფენები თუნდაც ღია ცისქვეშ. ხშირად ტარდება FB-ის ფოტოკონკურსები, რომელიც ძირითადად ჩამტარებელი გვერდის პოპულარიზაციასთვის ხდება ვიდრე ფოტოების შესაფასებლად, სადაც ერთ დოენეზეა მობილურით და კამერით გადაღებული ფოტო. გამარჯვებულს კი ლაიქების რაოდენობით ირჩევენ. დავამატებდი რომ სანამ ფოტოგრაფი (მუსიკოსი, მხატვარი ა.შ.) თუ საზღვარგარეთ არ ჰპოვებს აღიარებას ან არ გახდება ცნობადი, მანამდე ჩვენთან იშვიათად, რომ შეამჩნიონ.






No comments:

Post a Comment