Tuesday, July 12, 2011

სერაფიმ ძნელაძე


სერაფიმე


იდეით ფოტოს გადმოცემა – ეს არის ის, რასაც გელა, იგივე, სერაფიმ ძნელაძე აკეთებს. მის ნაუმშევრებში კონცეპტუალური ფოტოები ჭარბობს.

გადაღება 4 წლის წინ დაიწყო, სრულიად შემთხვევით. ერთ–ერთ ფოტო–ლაბორატორიაში ძველი ფოტოაპარატი იყიდა, რამდენიმე ფირის  გადაღების შემდეგ ამ საქმემ ჩაითრია და დღემდე ასე მოდის.




გელა 23 წლისაა, პროფესიით გეოგრაფი, თუმცა ფოტოგრაფია დღეს მისთვის პირველ ადგილზეა:
"ფოტოგრაფიას დღეს ჩემს ცხოვრებაში დიდი ნაწილი უჭირავს, არ ვიცი ამას რა  შეიძლება უწოდო ჰობი თუ პროფესია, მაგრამ ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს როგორც გადაღებები ასევე ფირთან მუშაობა."



უყვარს მუსიკა, ზღვა და მზე.. თოვლი და წვიმაც უყვარს, ამბობს რომ მუდამ გახარებულია და უხასიათოდ ვერასდროს ნახავ.


დროის ყველაზე დიდ ნაწილს მოგზაურობას უთმობს, უყვარს ველური ლაშქრობები, სადაც მხოლოდ ფოტოაპარატით დადის. საჭმლის და ფულის გარეშე.


ისეთივე კარგი მზარეულია როგორიც გურმანი, საკვებზე უარს არასდროს ამბობს და მიირთმევს ყველაფერს რასაც სთავაზობენ.


ფოტოგრაფია არსად უსწავლია, თუ ინტერნეტს და მის ფოტოგრაფ მეგობრებს არ ჩავთვლით.






ქუშაში ადამიანებს იღებს ისე, რომ მას თითქმის ვერ ამჩნევენ.

"ეს საჯარო ბიბლიოთეკასთან არის გადაღებული სახე არც დამინახავს
ჩავიარე და გადავიღე, არც გაუგიათ ისე"





Add caption


<-- " ეს სერია ბათუმის ფსიქიატრიულ კლინიკაშია გადაღებული, ეს ხალხი ვინც ფოტოზეა გადაღებული ძალიან ადვილად შემოვიდა კონტაქტში და თვითონ მოისურვეს ფოტოების გადაღება. " 










































































5 comments:

  1. დამგრუზა საავადმყოფოს ფოტოებმა . :&

    ReplyDelete
  2. ar momwons am adamianis fotoebi :)

    ReplyDelete
  3. ramdenime photo momcons, sagijis seria ar momcons magalitad, tumca aqvs gelas ramdenime kargi seria :)

    ReplyDelete
  4. საჯაროსთან გადაღებული ფოტო რა კარგია. თან ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ რომ საჯაროსთან არის, მცენარეების გამო :) თუმცა, შეიძლება ეკლესიის მხრიდან..

    ზოგადად (და არა მხოლოდ ამ ავტორისგან) ვისურვებდი, ფსიქიკურად გაუწონასწორებლები არ გადაიღონ ხოლმე. რაღაცნაირად, მოდაში შემოვიდა ეს თემა და თითქოს მათი მდგომარეობით სარგებლობენ.
    ასეთ ფოტოებში ავტორის დამსახურება საერთოდ არაა ხასიათის დაჭერა. გაცილებით რთულია კარგი პორტრეტების გაკეთება უბრალო ადამიანებში.

    მოკლედ, წარმატებები ! :)

    ReplyDelete
  5. პ.ს. ახლა ვნახე ფლიკრის ფოტოსტრიმი – კარგი ფოტოებია..

    ReplyDelete