Thursday, June 16, 2011

ლევან ვერძეული



“ ჩემს თავს არასდროს ვეძახი არც ფოტოგრაფს და არც ფოტოხელოვანს. ძალიან თამამი განაცხადია ორივე. ერთი ძალიან დიდ ცოდნას მოითხოვს და მეორე ძალიან დიდ ნიჭს.”




22 წლის ლევან ვერძეული პროფესიით ფინანსისტია, მუშაობს თავისი პროფესიით და  სწავლობს მაგისტრატურაში. ამბობს რომ ყველაფერში მაქსიმალისტია, მათ შორის ფოტოგრაფიაშიც.


ფოტოების გადაღება 12–13 წლის ასაკში დაიწყო, მაშინ როცა პირველი ციფრული ფოტოკამერა აჩუქეს, მაშინ პეიზაჟებს და არქიტექტურას იღებდა, დღეს თითქმის ყველაფერს, მოდელებს, პეიზაჟებს, პორტრეტებს, არქიტექტურას და როგორც თვითონ ამბობს კიდევ ბევრ სისულელეს. აპარატი სულ თან დააქვს და აფიქსრიებს ყველა იმ კადრს რაც ოდნავ მაინც მოსწონს, სწორედ ამიტომ, თვლის რომ მისი ავტობიოგრაფია მისი ფოტოებია. ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე , ფოტოგრაფია მისთვის ჰობiზე მეტია და უხარია როცა მისი ფოტოები მოსწონთ, თუმცა  არასდროს იღებს იმიტომ, რომ ვინმეს მოეწონოს.

ამბობს რომ გამოფენის მოწყობობა არ უნდა, მისი ფოტოები მხოლოდ ერთხელ გამოიფინა ჩეხეთში, საქართველოს დღეებზე.
ლევანი კრიტიკის მოყვარულია და სურს მისი ფოტოები კრიტიკულად შეაფასონ.

Levan Verdzeuli photography's photostream









4 comments:

  1. cota papsa tema rom ar qondes photoebis avtors shercheuli ufro gaascorebda. tumca aq ra fotoebic devs isic damakmayofilebelia :) mitumetes photografia am adamianis hobia, tvitonve ambobs ar var photografio :) mokled, chemi megobruli rcheva - tak derjat! kargia ase rom isvenebs adamiani! :) rac sheexeba sheni ceris maneras pativcemulo blogero, dgitidge ufro momcons :)

    ReplyDelete
  2. ძალიან მომწონს ლევანის ფოტოები და უფრო მეტს ველი მისგან! ფლიკრის გვერდზეც ყოველთვის სიამოვნებით ვსტუმრობ...
    და კიდევ, არ შემიძლია არ აღვნიშნო – ვირტუალური ნაცნობობაც საკმარისია იმისთვის, რომ დაინახო მასში კარგი პიროვნება.
    წარმატებები :)

    ReplyDelete
  3. მომწონს ....ძალიან კარგია...წარმატებები ამ ბიჭს....სალომე შემდეგს როდის შემოგვთავაზებ? :))))

    ReplyDelete
  4. ძალიან მალე, წესით ეს ბლოგი ყოველკვიერულად უნდა განახლდეს მაგრამ ჯერ–ჯერობით უფრო სწრაფი ტემპიტ მივდივარ :)

    ReplyDelete