„ყველაფერი კარგად მახსოვს, ბავშვობიდან მიყვარდა ხატვა, ხაზვა და არქიტექტურული ესკიზების შექმნა. რაც თავი მახსოვს სულ ვხატავდი და ვხაზავდი, ყოველთვის მინდოდა რაღაც შემექმნა. ვსწავლობდი ბავშვთა სამხატვრო სკოლაში, შემდეგ სწავლა გავაგრძელე ბათუმის სამხატვრო ტექნიკუმში. Aარ მინდა ვაწყენინო ჩემს მასწავლებლებს, მაგრამ არასოდეს მაკმაყოფილებდა ის რასაც იქ მასწავლიდნენ და არ მომწონდა რადგან ყველაფერი ერთი და იგივე იყო, ერთი სტილი და დამთავრდა. Mმე კი უფრო მეტით მინდოდა ჩემი თავის გამოხატვა. ამჟამად თვითნასწავლი მხატვარი ვარ, ასევე არქიტექტურაში და ინტერიერის დიზაინშიც.“
26 წლის გიორგი მხატვარ–დიზაინერი და არქიტექტორია, ფოტოგრაფია კი მისი გატაცებაა, თუმცა დროთა განმავლობაში ეს საქმე მისთვის გატაცებაზე უფრო მეტი ხდება. მისი , როგორც ფოტოგრაფის კარიერა არც ისე დიდი ხნის წინ დაიწყო .
„21 წლის ვიყავი ფოტოგრაფიით დამაინტერესა ბავშვობის მეგობარმა ირაკლი ძნელაძემ. Mმას ერთხელ ესტუმრა ამერიკელი ფოტოგრაფი სამუელ უითენი, და მიამბო მის შესახებ, რამაც ჩემში დიდი დაინტერესება გამოიწვია ფოტოხელოვნების მიმართ. ზენიტის აპარატით დავიწყე გადაღება. პირველი ფოტოები გადავიღე ჩემს სოფელში, თავიდანვე პორტრეტების ხატვა მიყვარდა, ამიტომ ვიღებდი მოხუცებს, მათ სახეზე ვხედავ მთელ მათ ცხოვრებას, ემოციებს. Kკარგად მახსოვს როგორ გადავიღე პირველი ფოტო, ეს იყო მოხუცი ქალი, რომელიც მიაბიჯებდა სოფლის ორღობეში ყავარჯნებით, იყო ღრუბლიანი მოწყენილი ამინდი და ამ ქალის სახე ყოველივე ამას გამოხატავდა, მივხვდი რომ ძალიან საინტერესო ფოტო იქნებოდა. Aადამიანის ყველანაირი განცდა, სიხარული, ტანჯვა, სითბო, ყველა სახეზე ჩანს.
ძალიან მიყვარს ფოტო ( ბებია და შვილიშვილი ) ორივე ერთადაა ახალგაზრდობა და სიბერე. Aასევე ძალიან მიყვარს სოფლის ბავშვების გადაღება, და ჟანრული ფოტოები.“
ბათუმური ცხოვრების დეტალები, იტალიური ეზოები და მეთევზეებით სავსე სანაპირო, როგორც ბათუმელი ფოტოგრაფის უმრავლესობის, არც გიორგის ობიექტივს აკლია.
„ მიყვარს წვიმიანი ბათუმი, სანაპიროზე გადაღებული ფოტოები ბევრი მაქვს. როგორც კი სანაპიროზე გავდივარ, თვალწინ ეგრევე გადამეშლება შავ-თეთრი ცხოვრება, იქ ვხედავ მხოლოდ ორ ფერს, განმარტოვებული მეთევზე, ზის და ელოდება თევზს.“
გიორგის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი გლამურულ ფოტოებს უჭირავს. მისი თვალით დანახული გლამური, როგორც თვითონ ამბობს, რომანტიკულია.
„ რომანტიკაში ვხედავ სილამაზეს, სილამაზეში ვხედავ რომანტიკას და ეს სილამაზე არის ჩემი მუზა “.
არანაკლებ საინტერესოა მისი მხატვრული ნამუშევრები, გამოგონილი თუ რეალობასთან მიმსგავსებული პერსონაჟები. რას გულისხმობ ის თავის ნახატებში ამას საიდუმლოდ ტოვებს, უბრალოდ ამბობს რომ მისი ფანტაზიის ნაყოფი რეალობასთან ძალიან ახლოსაა.
„ხატვით ვიყავი დაინტერესებული ბავშვობიდან, სადღაც პირველი კლასიდან დავიწყე ხატვა, როგორც ჩვეულებრივმა მოსწავლეებმა იციან ხოლმე, მაგრამ არ მქონდა გადაწყვეტილი რომ ხატვას გავყოლოდი . დროთაგანმავლობაში მივხდი რომ ხატვაძალიან რთული იყო და ეს უფრო მომწონდა, რაც უფრო რთულია მით უფრო საინტერესო ხდება ჩემტვის. დღემდეც ვხატავ როდესაც თავისუფალი დრო მაქვს.როგორც კი სამხატვრო სასცავლებელი დავამთავრე მინდოდა თბილისში, სამხატვრო აკადემიაში მესჭავლა მაგრამ ამის საშუალება არ იყო, გულიც არანაირად არ მწყდებოდა, რადგან თვითნასცავლობით უფრო ვიყავი დაინტერესებული.“
va, dzaan momewona, yochag.. ishviatia, ase mravalmxiriv nichi qondes adamians.
ReplyDeleteვა, საღოლ გიო.. ძაან მაგარი ნამუშევრებია !
ReplyDeletera kai blogiaa.. dzaan momwons
ReplyDelete+1 chemgan
ReplyDelete